მეუღლის წასვლის შემდეგ მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.იგი გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს.თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი.ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა.ამაღელვებელი და სასაცილო ისტორიაა, რომელიც აიძულებს არა მარტო მთავარ გმირს , არამედ ჩვენც შევხედოთ ჩვეულებრივ სიტუაციებს სხვა მხრიდან
↧
Silver Linings Playbook / ვერცხლისფერი პიესები (ქართულად)
↧
47 Ronin / 47 რონინი (ქართულად)
ფილმი მოგვითხრობს უცნობზე, რომელსაც ყველამ უღალატა, ის მონად არის გაყიდული და შურისსაძიებლად 47 რონინიდან ერთ-ერთი ხდება…
↧
↧
Tangled Ever After / რაპუნცელი: სამუდამოდ ბედნიერი (ქართულად)
ჯადოსნურ სამეფოში გრანდიოზული დღესასწაულია: რაპუნცელას ქორწილი! ყველანი სუნთქვის შეკვრით ელოდებიან საზეიმო მომენტს. მაგრამ საქორწინო ცერემონიას ემუქრება კატასტროფა: ცხენი მაქსიმუსი და ქამელეონი პასკალი კარგავენ საქორწილო ბეჭდებს. მათ რჩებათ მხოლოდ რამდენიმე წუთი, იმისათვის რომ იპოვონ დანაკარგი..
↧
Iron man 3 / რკინის კაცი 3 (ქართულად)
მარველის რკინის კაცის მესამე ნაწილში თავხედ, მაგრამ ბრწყინვალე ინდუსტრიალისტსა და ინჟინერ ტონი სტარკს მოუწევს დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს, რომლის ძალაუფლებასაც საზღვრები არ აქვს. როდესაც მტერი ანადგურებს ყველაფერს რაც ეკუთვნის სტარკს, ის გაემგზავრება დამნაშავის საპოვნელად. მოგზაურობა მისთვის იქცევა გამოცდად. ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩენილ ტონი სტარკს მოუწევს დაეყრდნოს მხოლოდ თავის ინსტინქტს, გამომგონებლობის გენიალურ ნიჭსა და რათქმაუნდა თავის მექანიკურ ქმნილებებს, რომ დაიცას მისთვის ძვირფასი ადამიანები და გადაირჩინოს თავი. იმისთვის რომ წინ აღუდგეს ბოროტებას ტონი სტარკმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვას, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას არ აძლევს: არის კი რკინის კაცის კოსტუმი მისი ნაწილი თუ თვითონ არის რკინის კაცის კოსტუმის ნაწილი?…
↧
State of Play / დიდი თამაში (ქართულად)
ფილმი მოგვითხრობს პოლიტიკური მკვლევარის მკვლელობის გამოძიებაზე, რომელიც ერთმა გაზეთმა ჩაატარა. მსხვერპლი აღმოჩნდა ენერგეტიკის მინისტრის საყვარელი. დანაშაულის კვალი რეპორტიორებს მიიყვანს შეთქმულებასთან ბრიტანული მთავრობის და ნავთობობის კომპანიის წარმომადგენლების შორის.
↧
↧
Sherlock Holmes / შერლოკ ჰოლმსი (ქართულად)
ლეგენდარულ გამოძიებელს შერლოკ ხოლმს და ექიმ ვათსონთან ახალი საქმე აქვთ გამოსაძებელი… ახალი დავალება მოითხოვს სერიოზულ ფიზიკურ და გონებრივ მომზადებას… მათი მტერი ხომ მთელ ლონდონს საფრთხეს უქმნის…
↧
L’amour dure trois ans / სიყვარული სამი წელი ცოცხლობს (ქართულად)
ფილმის მთავრი გმირია ჟურნალისტი მარკ მარონიე, რომელიც წერს მაღალი წრეების ქრონიკას. ის დარწმუნებულია, რომ სიყვარული ცოცხლობს 3 წელიწადს: თავიდან, როდესაც ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი სიყვარული არის ვნებიანი, შემდეგ სიყვარული ხდება უფრო ნაზი და შემდეგ მოდის მოწყენილობა. ასეთი შეხედულებების მიზეზი კი ის არის, რომ თავად მარკს არასდროს ჰყვარებია სამ წელზე მეტხანს…
↧
The Contract / კონტრაქტი (ქართულად)
მამა და შვილი ტყეში წავლენ დროის გასატარებლად და მდინარეში დაინახავენ 2 კაცს და დაეხმარებიან მათგან ერთი მკვლელია მეორე პოლიციელი პოლიციელი მოკვდება და ეს მკვლელი ამათ ჩაუვარდებათ ხელში მამა კიდე ყოფილი პოლიციელია და ის არ გაუშვებს ასეთ შანსს ხელიდან …
↧
College Road Trip / კოლეჯის საგზაო მოგზაურობა (ქართულად)
აბიტურიენტ გოგონას, გადაწყვეტილი აქვს ჩააბაროს იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა უჭირს არჩევანი გააკეთოს შესაფერის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. იგი გეგმავს, ქვეყნის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტები შემოიაროს. თუმცაღა გოგონას ამ გადაწყევტილებას მოულოდნელი დაბრკოლება ემუქრება, მზრუნველი, პოლიციელი მამის სახით, რომელიც მზად არის შვილის უსაფრთხოების დასაცავად, ამ უკანასკნელს სახლიდან გასვლაც კი აუკრძალოს…
↧
↧
Brave / მამაცი (ქართულად)
ოდითგანვე მითებითა და ლეგენდებით გარემოცულია შოტლანდიის ულამაზესი მთები. ფილმის მთავარ გმირს მერიდეს მოუწევს დამოუკიდებლად აირჩიოს ცხოვრებისეული გზა. ერთხელაც ის უარს ამბობს მისდიოს ძველ ტრადიციებს და უპირისპირდება ძლიერ შოტლანდიურ კლანებსა და მათ მეთაურებს…
↧
Выкрутасы / ვიკრუტასები (ქართულად)
სლავა კოლოტილოვი სკოლის მასწავლებელია ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში. იგი მოსკოვში თავისი ხელნაწერით ჩამოვიდა ქალაქის დასაპყრობად . მოსკოვის ნაცვლად, მან ლამაზი ნადიას გული დაიპყრო, რომელსაც მალე ქორწილი აქვს. უკვე ახლოვდება ქორწილი, რესტორანი დაჯავშნულია, სტუმრები დაპატიჯებულია…
↧
Rebound / ბურთის შერჩევა
კოლეჯის კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელი - როი მაკკორმიკი - ის მეტად ნერვიული და ფეთქებადი ხასიათის მქონე მამაკაცია. ამიტომ მას ჩამოაქვეითებენ და სასჯელის მიზნით, სკოლის კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელად დანიშნავენ. ახლა ის იძულებულია ავარჯიშოს სკოლის მოსწავლეები. მაგრამ ის გულს არ იტეხს და გეგმავს შექმნას ნამდვილი, პროფესიონალური გუნდი…
↧
The Kingdom / სამეფო (ქართულად)
სახელმწიფო აგენტებისგან შემდგარი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში მიდის , სადაც ახლადმომხდარი ტერაქტი უნდა გამოიძიონ, მომხდარია აფეთქება ამერიკის ერთ-ერთ ობიექტზე , ჯგუფს ევალება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მტრულ გარემოში, სადაც ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი და სიძნელეები შეხვდებათ
↧
↧
Frequency / სიხშირე (ქართულად)
ბევრს უნატრია მომავლის შეცვლა და სასურველი მიმართულებით წარმართვა, მაგრამ ის, რაც ადამიანთა ბედისწერაში ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს, ბევრად უარესია, ვიდრე ის, რისი შეცვლაც სურთ…
↧
We’re the Millers / ჩვენ მილერები ვართ (ქართულად)
დევიდ ბერკი - ნარკოტიკების მოვაჭრეა. მისი კლიენტების შორის არიან მხოლოდ მზარეულები და შეწუხებული დიასახლისები, ბავშვებისთვის ის ნარკოტიკებს კატეგორიულად არ ყიდის. ერთხელაც ბენს თავს დაესხმებიან მოზარდი ხულიგნები, სცემენ და წაართმევენ ფულს და ნარკოტიკებსაც. ეხლა ბენს აღარ დარჩა არაფერი ვალების გარდა, ის იძულებულია უფრო სერიოზულ საქმეს მოკიდოს ხელი: გადაზიდოს ნარკოტიკების დიდი პარტია საზღვარზე…
↧
Around the Bend / შეშლილები (ქართულად)
ლეირების ოჯახის მამაკაცების ოთხი თაობა ერთად იკრიბება, რათა თავიანთ ურთიერთობებში გაერკვნენ. შეცდომებით სავსე ცხოვრება შესაძლებელია დააბრუნო სწორ კალაპოტში, თუ საჭირო მომენტში შეზლებ გამხიარულდე, მოიწყინო და აპატიო.
↧
Oscar / ოსკარი (ქართულად)
ბერტრან ბარნიე დიდი კომპანიის მფლობელია. ერთ მშვიდ დილას მასთან მოდის მისი ახალგაზრდა და საკმაოდ პატიოსანი ბუღალტერი, რომელიც მისგან ხელფასის გაორმაგებას ითხოვს. რათქმა უნდა ბერტრანი უარით პასუხობს ახალგაზრდა ბუღალტერს. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ფილმში მოულოდნელობების კასკადი, რომლის შედეგადაც აირევა ბარნიეს მთელი ცხოვრება: კარიერული, პირადი… ამ ერთი დღის განმავლობაში ის ბევრი კომბინაციის მაყურებელი და მონაწილე გახდება რათა ამ ცვლილებებმა მისი ჩვეული ცხოვრების სტილი არ დაარღვიოს…
↧
↧
The Dark Knight Rises / შავი რაინდის აღზევება (ქართული სუბტიტრებით)
8 წლის შემდეგ ბეთმენი იძულებულია გამოჩნდეს და იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ტერორისტი, სახელად ბეინი უდგას…
↧
Gladiator / გლადიატორი (ქართულად)
დიდებულ რომის იმპერიაში არ იყო მხედარმთავარი, რომელიც გენერალ მაქსიმუსს შეედრებოდა. დაუმარცხებელი ლეგიონები, რომლებსაც ეს კეთილშობილი მებრძოლი ხელმძღვანელობდა, მას აღმერთებდნენ და მას ჯოჯოხეთშიც კი გამოყვებოდნენ. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მამაცი მაქსიმუსი, რომელიც მზადაა შეებრძოლოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამართლიან ბრძოლაში, აღმოჩნდა უძლური ცბიერი ნტრიგების წინ. გენერალს უღალატეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. საოცრებით სიკვდილს გადარჩენილი, მაქსიმუსი გლადიატორი ხდება.
↧
To Die For / სიკვდილის მიზეზი (ქართულად)
სიუზენი თავისი არაჩვეულებრივი გარეგნული მონაცემებით შესაძლოა სუპერმოდელი და ”მის ამერიკა” გამხდარიყო, მაგრამ მას ტელევარსკვლავობა სურს, რის გამოც ყველაფერზე წავა. სიუზენი ლარის მიყვება ცოლად და კარიერას ამინდის პროგნოზის წამყვანის თანამდებობით იწყებს. ლარი, რომელსაც ნორმალური ოჯახური ცხოვრება სურს, სიუზენისთვის ბარიერი ხდება დიდებისკენ მიმავალ გზაზე. და სიუზენი მის მოშორებას გადაწყვიტავს.
↧