იუპიტერ ჯონსი დაიბადა ღამით, ღია ცის ქვეშ და ყველა მინიშნება ცხადყოფდა, რომ გოგონას დიდი მისია უნდა აღესრულებინა. იუპიტერი გაიზარდა და ყოველდღე ძილში ვარსკვლავებს ხედავს, მაგრამ გამოღვიძებისას საშინელ რეალობაში ვარდება, სადაც იგი დამლაგებლად მუშაობს და ტუალეტებს რეცხავს. უკეთესს ის პირად ცხოვრებაში არც მოელის მანამ, სანამ არ შეხვდება ქეინს ყოფილ სამხედრო მონადირეს, რომელიც დედამიწაზე იუპიტერის სანახავად ჩამოვიდა. მან უნდა გაუმხილოს გოგონას მისი ნამდვილი ჭეშმარიტი დანიშნულება. თავისი გენეტიკური განსაკუთრებულობით იუპიტერი ხდება საოცარი მემკვიდრეობის პრეტენდენტი, მას აქვს თვისება, რომლის წყალობითაც შეუძლია შეცვალოს სამყაროს წონასწორობა.
↧